ჯუანშერ ბურჭულაძე: „ჩვენ შევქმენით ის პირობები ჯარში, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის იყოს მისაღები“
26-10-2022, 10:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ჩვენ შევქმენით ის პირობები ჯარში, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის იყოს მისაღები“, - აღნიშნა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“
გადაცემა „თავისუფალი ხედვაში“. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, არსებული
გამოწვევების ფონზე, ჯარის პოპულარიზაციის, ტოტალური თავდაცვის, რეზევისა და
სავალდებულო სამხედრო სამსახურის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, უწყება, პრემიერ-
მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ძლიერი რეზერვის მოდელზე მუშაობს. „ჩვენ
დიდი ძალისხმევა გავწიეთ თავდაცვის კოდექსში რეზერვისა და წვევამდელთა სისტემის
მოდერნიზაციაზე. ვიხელმძღვანელეთ ბალტიისპირეთის ქვეყნების, ასევე ფინეთისა და
შვეიცარიის მაგალითით. ვიმედოვნებ, ამ დოკუმენტს უახლოეს მომავალში საკანონმდებლო
დონეზე მივიღებთ, რომლითაც მომავალი 10-20 წელი უნდა იხელმძღვანელოს საქართველომ“, -
აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 


თავდაცვის მინისტრმა ჯარის პოპულარიზაციასა და ჯარის მიზანმიმართული დისკრედიტაციის
პროცესზეც ისაუბრა. „ჯარის პოპულარიზაცია არის საკითხი, რომლის გარშემო მთელი
საზოგადოება უნდა იყოს გაერთიანებული. ვერ წარმომიდგენია ამ პროცესს ვინმე აზიანებდეს,
ან ეწინააღმდეგებოდეს, თუმცა, ხედავთ, მასიურ წინააღმდეგობას, ჯარის დისკრედიტაციის
მცდელობას, შუღლის ჩამოგდებას... ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ სამხედრო სამსახური
მეტად პოპულარული გავხადოთ“, - განაცხადა მან.

 


ჯუანშერ ბურჭულაძემ ჯარის პოპულარიზაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა.
„ჯარი დედაქალაქის ცენტრშიც კი, პოპულარული უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად
გაჭირვებულია ეს ოჯახი თუ მატერიალურად ძლიერია. პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია
საზოგადოებისათვის ჯარის გაცნობა. ჩვენ უნდა დავანგრიოთ კომუნისტური თუ
პოსტკომუნისტური სტერეოტიპი, რომ ჯარი არის ცუდი“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
სატელევიზო ინტერვიუში მან ყურადღება გაამახვილა ცივილურ სამყაროში
საზოგადოებისათვის ჯარის ინსტიტუტისა და ჯარისკაცის მნიშვნელობაზეც და მიმოიხილა
თავდაცვის კოდექში ჯარისგან თავის არიდების დამცავი მექანიზმები.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი