დედაქალაქში საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 218 ოჯახს გადაეცემა
26-10-2022, 12:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


თბილისში კიდევ 218 ოჯახი იზეიმებს საკუთარ ჭერს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხომაზე განაცხადა.

 


მისი თქმით, ეს ოჯახები დიდი ხანია ელოდნენ იმას, რომ საცხოვრებელი ფართები, სადაც წლებია ცხოვრობდნენ, მათი საკუთრება გამხდარიყო.

 


„დაუკანონებელი ქონების საკუთრებში გადაცემა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. მისი განხორციელება 2017 წლიდან დავიწყეთ. ამ ეტაპზე, სამგორის რაიონში ქონება დაუკანონდა 77 ოჯახს. ვაკის რაიონში საკუთრებაში ფართები57 ოჯახს გადაეცემა, ნაძალადევის რაიონში - 26 ოჯახს, გლდანში -31 ოჯახს, საბურთალოს რაიონში -21-ს, ისანში-ხუთს, ჩუღურეთის რაიონში კი ერთ ოჯახს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


მისი თქმით, მოქალაქეებმა, რომლებსაც მსგავსი პრობლემები აქვთ, თავიანთი რაიონების გამგეობებს უნდა მიმართონ.

 


„მათ, ვისაც მსგავსი პრობლემები აქვთ, შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობებს და წარადგინონ შესაბამისი საბუთები, რათა დაიწყონსაცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი