ჩვენი ლომვეფხვი ქართველი ბიჭები საქართველოს თავისუფლებისათვის, ქვეყნის დეოკუპაციისათვის და გამთლიანებისათვის იბრძვიან და იღუპებიან უკრაინაში! ქართველების ნაწილს კი, ნუთუ არ გესმით, რომ თუ მტაცებელი რუსეთი ცივილიზებულმა მსოფლიომ არ დაამარცხა უკრაინაში, მაშინ ჩვენი სახელმწიფოებრიობა მოისპობა, რადგან - უკრაინაში გამარჯვებული რუსი, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან "შემოგრიალდება" თბილისში და დანარჩენ, ჯერ კიდევ არაოკუპირებული საქართველოს რეგიონებში! განა, ვერ ხვდებით იმას, თუ რა ელის საქართველოს უკრაინაში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში?!
იქნებ, "რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკობა ან გუბერნიობა მოგენატრათ"?! როგორ არა გრცხვენიათ, რომ ქართველი ბიჭები საქართველოსთვის სიცოცხლეს სწირავენ და თქვენ კი, მათ "კრიტიკოსებად დაცემულ ხართ"?! ღმერთი მოგკითხავთ ყველას!.. სულის ცხონება და მარადიული ხსოვნა უკრაინაში დაღუპულ 22 ქართველ გმირს!
უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომში დაღუპული ქართველი მეომრები:
დავით რატიანი - ირპენი
გია ბერიაშვილი - ირპენი
ბახვა ჩიქობავა - მარიუპოლი
დავით გობეჯიშვილი - ირპენი
დავით მენაბდიშვილი - ხარკოვი
ნიკოლოზ შანავა - ხარკოვი
არკადი კასრაძე - ლუგანსკი
ალიკა ცაავა - ლუგანსკი
ზაზა ბიწაძე - ლუგანსკი
ვიტალი ორბელაძე - იზიუმი
ტატო ბიგვავა - მარიუპოლი
რატი შურღაია - იზიუმი
გიორგი გრიგოლია - ბახმუტი
დანიელ გერლიანი - ზაპოროჟიე
ალუდა ზვიადაური - სევეროდონეცკი
კახა გოგოლი - ლუგანსკი
ბერდია ჯოხაძე - ხერსონი
გელა გოგია - დონეცკი
კირილ შანავა - ლუგანსკი
ედიშერ კვარაცხელია - ბახმუტი
მიშა ყაფლანიშვილი - ლუგანსკი
ალექსანდრე მარტიაშვილი - ხერსონი
დიდება გმირებს!!!
გამარჯვება საქართველოს! გამარჯვება უკრაინას!
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი - დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.