აუცილებელია, კონტრტერორისტული ცენტრი სასწრაფოდ გარდაიქმნას იმ სტრუქტურად, სადაც თავს მოიყრის ყველა ინფორმაცია, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ალასანია "ისლამური სახელმწიფოდან" მომავალი საფრთხიდან გამომდინარე, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურისთვის დაფინანსების გაზრდის, შესაბამისი აღჭურვილობისა და ოპერატიული საშუალებების შეძენის აუცილებლობის საკითხს აყენებს, რადგანაც თვლის, რომ დღევანდელი მდგომარეობა არ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომლის წინაშეც ჩვენ დავდექით.
"ევროპაში და მსოფლიოში ძალიან დაიძაბა ვითარება, ტერორიზმის საფრთხეები არის ძალიან ამაღლებული, იმიტომ რომ თვითონ "ისლამური სახელმწიფოს" ადგილზე - ერაყსა და სირიაში სერიოზული დაბომბვების შედეგად, პრაქტიკულად, ეზღუდება სამოქმედო არეალი. როგორც ჩანს, მათ გადაიტანეს ეს ბრძოლა უკვე ევროპის შუაგულში, მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც საშუალება ექნებათ, რომ სამიზნეები აირჩიონ. ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველოში ტერორისტული აქტების პირველი სამიზნე ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალები და პრეზიდენტები. აქედან გამომდინარე, აუცილებელია სასწრაფოდ გარდაიქმნას კონტრტერორისტული ცენტრი იმ სტრუქტურად, სადაც თავს მოიყრის ყველა ინფორმაცია, რომელიც განაწილებული იქნება სამართალდამცავ სტრუქტურებში და რაც მთავარია ამისთვის გამოყოფილი იქნება შესაბამისი ასიგნებები", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, ჩვენ გვჭირდება სპეციალისტები, მათ შორის ენის სპეციალისტები და კონტრტერორისტულმა ცენტრმა უნდა მოახერხოს თავისი ძალების და საშუალებების მობილიზება.
"დღევანდელი მდგომარეობა არ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომლის წინაშეც ჩვენ დავდექით. ამიტომაც "თავისუფალი დემოკრატები" გამოვედით ინიციატივით, გაიზარდოს დაფინანსება, მოხდეს აღჭურვა, ასევე ოპერატიული საშუალებების შეძენა და რაც მთავარია, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რამდენად ემზადება სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების დაცვისთვის", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.