ინფრასტრუქტურული ობიექტების მონიტორინგის ფარგლებში, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია, ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულში, ნადარბაზევის უბანში, გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე დაიგება აღნიშნული საუბნო გზის 1 კილომეტრამდე მონაკვეთი.
ნადარბაზევის უბანში, ასფალტის მოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გზამშენი XXI “ ახორციელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები გარდამავალი პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და მომავალ წელსაც გაგრძელდება.
ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.