რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სირიის ტერიტორიაზე რუსულმა თვითმფრინავმა სუ-24-მა განიცადა კატასტროფა. ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტი" ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
"დღეს, სირიის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ხმელეთიდან განხორციელებული გასროლის შედეგად, სირიის რესპუბლიკაში რუსული ავიაჯგუფის თვითმფრინავმა, სუ-24-მა განიცხადა კატასტროფა", - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
უწყების ცნობით, მფრინავთა ბედი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მათ, სავარაუდოდ კატაპულტირება შეძლეს. "თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ფრენის დროს თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა", - აცხადებენ უწყებაში.
მანამდე, თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე სირიის მხრიდან დაარღვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.