ვიქტორ ორბანი: საქართველოს მთავრობის მეთაურსა და მე მომდევნო წელს საქართველოში გვექნება ერთობლივი მთავრობათაშორისი შეხვედრა
27-10-2022, 14:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობის მეთაურსა და მე მომდევნო წელს საქართველოში გვექნება ერთობლივი მთავრობათაშორისი შეხვედრა, მანამდე კი სხვადასხვა დარგობრივი სამინისტროების პირველ პირებს შორის გაიმართება შეხვედრები -ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ვიქტორ ორბანმა ირაკლი ღარიბაშვილს უნგრეთის მთავრობისა და საზოგადოების სახელით მადლობა გადაუხადა.

 

„ მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურსა და მე მომდევნო წელს საქართველოში გვექნება ერთობლივი მთავრობათაშორისი შეხვედრა, ამაზე შევთანხმდით და მას წინ გაუძღვება შეხვედრა სხვადასხვა დარგობრივ სამინისტროებს შორის, პირველი პირებს შორის. ჩვენ გვექნება ეს მნიშვნელოვანი სტიმული, ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ამიტომ, სანამ რამე სხვა დაიგეგმება, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს უნგრეთის საზოგადოების და ჩვენი მთავრობის სახელით. საქართველოს დიდ წარმატებას ვუსურვებ და მადლობას ვუხდი საქართველოს და მის მოსახლეობას“,- აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი