თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ქუთაისის სამხედრო სამედიცინო ცენტრს ესტუმრნენ
29-10-2022, 10:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე, დავით ჭიჭინაძე,
გიორგი ხაინდრავა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე
გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში - ქუთაისის სამედიცინო ცენტრში
იმყოფებოდნენ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს გიორგი აბრამიშვილის სახელობის
სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა შალვა მაღლაკელიძემ და ქუთაისის სამედიცინო ცენტრის
დირექტორმა დავით ცაბაძემ უმასპინძლეს. მათ სტუმრებს სამედიცინო ცენტრის
ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა დაათვალიერებინეს და მისი შესაძლებლობები
დეტალურად გააცნეს.

 

 

სტუმრებმა განახლებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაც მოინახულეს,
რომელიც შესაბამისი უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი. ახლო მომავალში სამედიცინო
ცენტრის მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური აპარატურით აღჭურვაც იგეგმება.
სამხედრო ჰოსპიტალის ქუთაისის სამედიცინო ცენტრი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო
მოსამსახურეთა სრულ ამბულატორიულ მომსახურებას უზრუნველყოფს. ცენტრი დროულ და
კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას იმ სამხედრო მოსამსახურეებს უწევს, რომლებიც
დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არიან დისლოცირებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი