ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დამკვირვებელ-
მაკონტროლებელთა (IOCT) საერთაშორისო კურსი დასრულდა. კურსი, რომელშიც
მონაწილეობას ხუთი ქვეყნის 14 წარმომადგენელი იღებდა, ორ ფაზად ჩატარდა. თეორიულ
ნაწილში მსმენელები დამკვირვებელ-მაკონტროლებლის ფუნქციებსა და მოვალეობებს, ასევე
ოპერატიული გარემოს ცვლადებსა და მოქმედების შემდგომი მიმოხილვის ჩატარების
მეთოდებს გაეცნენ.
პრაქტიკული ფაზა სამხედროებმა ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გაიარეს, სადაც კურსანტებს
შესაძლებლობა მიეცათ საწვრთნელი ხაზები მოეწყოთ და ოცეულის ზომის რეალურ
ქვედანაყოფზე დაკვირვება განეხორციელებინათ. ხუთდღიან სწავლებას ქართველ
ინსტრუქტორებთან ერთად ლიეტუველი ოფიცრები უძღვებოდნენ.
მსმენელებს კურსის გავლა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის
მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ მიულოცა და წარმატებები უსურვა. JTEC-ში
ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.