გია ბარამიძე: ჟვანიას გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით სიმართლე უნდა გაირკვეს
21-02-2014, 17:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით სიმართლე უნდა გაირკვეს. ბარამიძემ ამის შესახებ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტი წლიური მოხსენებით გამოვიდა.

 


"ჩვენს მიმართ ბევრი ცილისმწამებლური რამ ითქვა, იმედი გვაქვს რომ ნათელს მოჰფენთ და სიმართლეს იტყვით იმ საკითხებზე რასაც საზოგადოება ელოდება, მათ შორის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით", -განაცხადა ბარამიძემ.

 


მისი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ, ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დამთავრდება და დამთავრდება მრავალი იმ ადამიანის განცდა და ტანჯვა, ვისთვისაც ჟვანიას სახელი და მისი ხსოვნა სულერთი არ არის.

 


"გამოძიებული უნდა იქნას ეს საქმე და ის ბრალდებები, რომ, თითქოს, ჩვენ სვანეთში ოპერაციის დროს ძალას გადავამეტეთ. გამოძიებულ უნდა იქნეს ის, რომ, როგორც თქვენ ამბობდით, 10 თვის ბავშვი დავახრჩეთ და რომ ჩვენ ვიპარავდით გაყიდული ბენზინიდან თითო ლარს"- განაცხადა ბარამიძემ.

 


მისი თქმით, საზოგადოება ამ ყველაფერს ელოდება, ხოლო ვინც დასაჯელია, უნდა დაისაჯოს, ცილისმწამებელმა კი, მორალური პასუხი უნდა აგოს.

 

 

 

 

 

 

http://www.newspress.ge/politika/37709-gia-baramidze-zhvanias-gardacvalebis-mizezthan-dakavshirebith-simarthle-unda-gairkves.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი