საქართველოს თავდაცვის ძალებმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობასთან ერთად
მრავალეროვნული სწავლებისთვის Agile Spirit 2023 მზადება უკვე დაიწყო. სწავლების საწყისი
დაგეგმვის კონფერენცია ერთი კვირის განმავლობაში სასტუმრო „პულმონში“ გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა უცხოელ პარტნიორებთან სწავლების
აღსრულების ფაზის თარიღებსა და საწვრთნელ არეალზე, მასში მონაწილე ქვეყნებსა და
ქვედანაყოფებზე, ტაქტიკურ დონეზე სასწავლო მიზნებსა და ამოცანებზე იმსჯელეს. დეტალები
შემდეგში დაგეგმილ მთავარ და საბოლოო დაგეგმვის კონფერენციებზე უცხოელ
პარტნიორებთან შეჯერდება.
Agile Spirit 2023 ზაფხულში ჩატარდება. მრავალეროვნულ სწავლებას საქართველო უკვე მე-11
უმასპინძლებს და მას კვლავ თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა უხელმძღვანელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.