კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები სკრინინგ ცენტრის მუშაობას გაეცნენ
01-11-2022, 19:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ეროვნულ სკრინინგ ცენტრს კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მისიის წარმომადგენლები ეწვივნენ. ონკოლოგიურ საკითხებზე მომუშავე ექსპერტები - ანდრე კარვალო და ოლგა ტრუსოვა ცენტრის მუშაობას ადგილზე გაეცნენ.

 

სტუმრებს სკრინინგ ცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ და სამედიცინო სამსახურის უფროსმა, თამარ სხირტლაძემ ცენტრის მუშაობის სპეციფიკასთან, სკრინინგის პროგრამებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდეს.

 

საერთაშორისო ექსპერტებთან შეხვედრაზე სკრინინგ ცენტრის განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე მეთოდების გამოყენებასა და ინოვაციურ მიდგომებზე ისაუბრეს. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს სკრინინგის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ორ ახალ პროექტზე, რომელიც საფრანგეთში, კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოში, ეროვნული სკრინინგ ცენტრის სამედიცინო სამსახურის უფროსის ვიზიტის საფუძველზე დაიგეგმა.

 

„მოხარული ვარ, რომ „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, საქართველოში ვიმყოფებით, რათა ადგილზე გავეცნოთ სკრინინგული პროგრამების მიმდინარეობას, დავაკვირდეთ კიბოს სკრინინგის კომპონენტს. ჩვენი თანამშრომლობა ლიონში, სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლის ვიზიტისას დაიწყო. ახლა ჩამოვედით, რომ სიტუაციას ადგილზე გავეცნოთ და ჩვენი კოლაბორაცია გაგრძელდეს, რათა სკრინინგ ცენტრს პროგრამის ხარისხის გაუმჯობესებასა და მასშტაბის გაზრდაში უფრო მეტად დავეხმაროთ“, - განაცხადა ანდრე კარვალომ.

 

ეთერ კიღურაძემ კი აღნიშნა, რომ ორგანიზაციის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ეროვნულ სკრინინგ ცენტრს განვითარებაში, მათთან თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებსდა კიბოს სკრინინგის პროგრამას განვითარებს.

 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტები ასევე, იმ სამედიცინო დაწესებულებებსსტუმრობდნენ, რომლებიც ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მიერ ინიცირებულ ერთობლივ პროექტებში ჩაერთვებიან.

 

ვიზიტის დასასრულს, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, სადაც ორი ახალი პროექტის განხორციელების შემდეგი ეტაპები და სამოქმედო გეგმა განიხილეს.

 

„ერთობლივი პროექტებიდან ერთი ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს დაგვიანებულ ეტაპზე გამოვლენის ფაქტორების, ასევე, დაგვიანებული მკურნალობის დეტერმინანტების ფაქტების შესწავლასა და ანალიზს გულისხმობს, რაც კიბოს კონტროლის სტრატეგიის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია. მეორე პროექტის მიზანია, ძუძუს რადიოლოგიური მიმართულებით მომუშავე რადიოლოგებისა და რადიოგრაფერების უნარების, ცოდნის, ხარისხის შეფასება, რათა განისაზღვროს ტრენინგის საჭიროება, რაც თავისთავად, სკრინინგის სერვისზე დადებითად აისახება. იმედი გვაქვს, რომ მოსახლეობას უფრო გაუმჯობებსებულ მომსახურებას მივაწვდით“, - განაცხადა თამარ სხირტლაძემ.

 

თავის მხრივ, კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლებს განვითარების თვალსაზრისით, მხარდაჭერა აღუთქვეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი