შალვა ნათელაშვილი: ფრიდონ ინჯიამ 250 000 მოგვპარა, 100 მილიონი ჰქონდა მაშინ თავისი; ეს არის ქურდი, ქურდბაცაცა, ამის შეყვანა პარლამენტში როგორ შეიძლებოდა
02-11-2022, 11:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების უდიდეს ნაწილს პარლამენტის დატოვება იმ პრივილეგიების გამო არ უნდა, რაც მათ გააჩნიათ მაღალი ხელფასების, ავტომანქანების, ბენზინის, უცხოეთში მივლინებების და სხვა სარგებლის სახით.

 


„ესენი არიან, ვაშაძის ჯგუფი, „გირჩი“, ელისაშვილის სუს-ის ბანდა, აგერ, აღარ არის საუბარი ინჯიას ჯგუფზე, „სოციალისტები“ ჰქვიათ, ოლიგარქები, მილიარდერები არიან შიგნით, აგერ აუშენებია ახლა რაღაც ცათამბჯენი ინჯიას მოპარული ფულებით; აგერ, გახარიას ჯგუფი, რომელიც კრიტიკულ მომენტში ბიძინა ივანიშვილისაა; „ნაცმოძრაობის“ 80%-ს არ უნდა გამოსვლა იმ დონეზე, რომ თავიანთი გუნდის წევრი გაწირეს ციხეში“, - თქვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში და ჟურნალისტის კითხვაზე - „თქვენი გუნდის წევრი არ იყო ფრიდონ ინჯია? მარტვილის დეპუტატი?“ - ასე უპასუხა:

 


„კი, ერთი პერიოდი ჩვენთანაც შემოიარა, მერე საარჩევნო ფული მოიპარა და წავიდა. საარჩევნო ფული იყო მასზე მიბარებული და გამოგვიცხადა, რომ ეს ფული მივუტანე მთავრობასო, იმიტომ რომ მიჭერდნენო. ასე გამოგვიცხადა, ამ დროს, 100 მილიონი ჰქონდა, 100 მილიონი ჰქონდა მაშინ თავისი. ეს არის ქურდი, ქურდბაცაცა, ამის შეყვანა პარლამენტში როგორ შეიძლებოდა, ეს დასაჭერია, გადატრიალება მოაწყო, ზღვაზე გადამცემი დადგა და იმის შემდეგ გავიდა ის სამხედრო საბჭო ეთერში და დაიწყო შტურმი პარლამენტის სასახლის, მერე დაიჭირეს ზუგდიდში, დამწყვდეული ჰყავდათ სარდაფში, სამი დღე აჭამეს „პოვიდლო“, მეტი არაფერი არ მიუტანეს, იმის ღირსიც არ იყო, მერე გამოიხსნეს, მთელი მოლაპარაკებები იყო. აი, ასეთი სიბინძურეა პარლამენტში დაგროვილი. მან 2003-2004 წლებში 250 000 მოგვპარა, მაშინ დიდი ფული იყო ჩვენთვის. ახლა ეგ თანხა „ქართული ოცნებისთვის“ არაფერი არ არის, რადგან ერთ უბანზე მილიონს ხარჯავენ, ჩვენთვის კი, ეს თანხა იყო უზარმაზარი“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი