თბილისში ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი საცხოვრებელი კორპუსის დემონტაჟი დაიწყო. აღნიშნული კორპუსი ვარკეთილის მესამე მასივში მდებარეობს, საიდანაც 36 ოჯახია გაყვანილი.
სადემონტაჟო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
მისი თქმით, ავარიული შენობის დემონტაჟი წლის ბოლომდე დასრულდება,ხოლო ახალი კორპუსის მშენებლობამომავალ წელსდაიწყება.მოსახლეობას კუთვნილი ბინები გარემონტებული ჩაბარდება, მანამდე კი მათ ქირით მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.
„დავიწყეთ ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება, რაც ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინასაარჩევნო დაპირება იყო. სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრი შენობაა, რომელსაც ავარიულობის სხვადასხვა კატეგორია აქვს მინიჭებული. ეს არის პირველი საპილოტე პროექტი, რომლის ფარგლებშიც, სამგორის რაიონში არსებული ნაგებობის დემონტაჟიხორციელდება. კორპუსი იყო უმძიმეს მდგომარეობაში. დემონტაჟი წლის ბოლომდე დასრულდება, დაიწყება სამშენებლო სამუშაოები და 24 თვეში აქ მცხოვრებ 36 ოჯახს, რომელიც დღეს მერიას ქირით ჰყავს გაყვანილი, ჩაბარდება სრულიად ახალი კორპუსი, გარემონტებული საცხოვრებელი ფართებით. პარალელურად, მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს 20-ზე მეტი პროექტის განხილვა. ისინი სხვადასხვა ეტაპზეა და ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას მომდევნო დღეებში მივაწვდით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის აღნიშნული პროგრამით სხვა ავარიული შენობებიცჩანაცვლდება. ამ ეტაპზე, პროგრამაში ჩართულია 20-ზე მეტი პროექტი, რომლებიც სხვადასხვა საპროცესო ეტაპზეა.
სამუშაოებს დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა, სამგორის გამგებელი კახა სამხარაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში რევაზ სოხაძე გაეცნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.