ხონის ისტორიული მუზეუმის ეზოში ეთნოგრაფიული კუთხე მოეწყო
24-11-2015, 04:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხონის ისტორიული მუზეუმის ეზოში ეთნოგრაფიული კუთხე მოეწყო. ისტორიული ხონის ყოფისა და ცხოვრების ამსახველი ნივთები მუზეუმის თანამშრომლებმა მუნიციპალიტეტის სოფლებში შეიძინეს და ახალი სიცოცხლე შესძინეს. სახელდახელოდ მოწყობილ ეზოში დამთვალიერებელი ნახავს იმერულ ოდას, გაეცნობა ხონელების სტუმარ-მასპინძლობის წესს, ღვინის დაწურვისა და ტვირთის გადაზიდვის საშუალებებს და ა. შ.


როგორც guardian.ge -ს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, 23 ნოემბერს იმერული ეზოს პრეზენტაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებს ეთნოგრაფიული ექსპონატები ისტორიკოსმა და მუზეუმის თანამშრომელმა ავთანდილ ფაილოძემ გააცნო.


,,ხონს კიდევ ერთი საინტერესო, უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილი შეემატა. ყველაფერი გემოვნებით, იმერული პეწით არის განლაგებული და სასიამოვნო გარემოს ქმნის. ვფიქრობ , დამთვალიერებელს ნათელი წარმოდგენა შეექმნება ხონის ისტორიულ წარსულზე. მადლობა მუზეუმის ყველა თანამშრომელს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ და ცდილობენ ჩვენი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა შეძლებისდაგვარად წარმოაჩინონ", განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ოთარ ქაშიბაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი