საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა
ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ საზღვაო ქვეითთა ყოველწლიურ მარათონში
(Marine Corps Marathon) მიიღეს მონაწილეობა. თავდაცვის სამინისტროს გუნდის წევრებმა -
ილარიონ თამაზაშვილმა, აკაკი ბზეკალავამ, ვალერი ბერიანმა 42-კილომეტრიანი დისტანცია 4
საათში და 50 წუთში წარმატებით დაფარეს.
მონაწილეებს სამახსოვრო მედალები გადაეცათ. ქართველ სამხედროებთან ერთად, მარათონში
აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ავსტალიის, კანადის, დანიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და
უკრაინის თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სხვადასხვა ქვეყნის
სამხედროებმა ერთმანეთს პრობლემების დაძლევის გამოცდილებაც გაუზიარეს.
საზღვაო ქვეითთა მარათონი მიზნად დაჭრილი-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების
შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.