საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ისრაელის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ჰადას ესტერ მეიცადს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და
წარმატებები უსურვა. მინისტრმა ყურადღება საქართველოსა და ისრაელს შორის
მრავალსაუკუნოვან მეგობრულ კავშირებზე გაამახვილა, ისრაელს საქართველოს
სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა
გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მჭიდრო და წარმატებული ურთიერთობა გაგრძელდება.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის
საკითხები განიხილეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.