პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი საპროტესტო მსვლელობისას ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
03-11-2022, 19:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - პაკისტანის ყოფილ პრემიერ მინისტრს, იმრან ხანს ქვეყნის აღმოსავლეთში, ქალაქ ვაზირაბადში მის მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან ფეხში დაჭრეს. ხანის უფროსმა თანაშემწემ AFP-ს განუცხადა, რომ ეს იყო „მისი მოკვლის მცდელობა“. ხანის პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ სროლის შედეგად კიდევ ოთხი ადამიანი დაშავდა.

 


70 წლის ხანი, აპრილში გადაყენების შემდეგ, დედაქალაქ ისლამაბადში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით მსვლელობას ხელმძღვანელობდა . ყოფილი პრემიერი ლაჰორის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პარტიის სპიკერმა განაცხადა, რომ მას ტყვია წვივში მოხვდა. პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, პროვინციის ჯანდაცვის მინისტრმა, იასმენ რაშიდმა თქვა, რომ ხანი სტაბილურ მდგომარეობაშია.

 


პოლიციამ გაავრცელა მათ მიერ დაკავებული მამაკაცის აღიარებითი ჩვენება, რომელიც, მათი თქმით, ყოფილი პრემიერის მოკვლას ცდილობდა. გაურკვეველია, რა პირობებში ჩატარდა გასაუბრება, მაგრამ ჩანს, რომ მამაკაცს პოლიცია ეკითხება, თუ რატომ გახსნა ცეცხლი, ის კი პასუხობს: „იგი ატყუებდა ხალხს. მისი მოკვლა მინდოდა, მისი მოკვლა ვცადე“.

 


შემთხვევის ადგილიდან ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ხანი და მისი მხარდამჭერები მიდიან სატვირთო კონტეინერით, რომელსაც სატვირთო ავტომანქანა ატარებს, სანამ სროლის ხმა ისმის. შემდეგ კი ჩანს, თუ როგორ ცდილობენ მის გარშემო მყოფები მის დაფარვას და ასეთ მდგომარეობაში ავტომანქანაში ჩასმას.

 

 

ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა დაგმო სროლა და დაუყოვნებლივ გამოძიების ბრძანება გასცა. პრეზიდენტმა არიფ ალვიმ კი განაცხადა, რომ „ინციდენტი „საშინელი მკვლელობის მცდელობა“ იყო.

 


ხანი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ახალი არჩევნების მოწოდებით საპროტესტო მსვლელობას ხელმძღვანელობდა. მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ არჩევნებს მომავალ წელს ჩაატარებს, როგორც ეს დაგეგმილია. გასულ თვეში, პაკისტანის საარჩევნო კომისიამ ხანს საჯარო თანამდებობის დაკავების მხრივ დისკვალიფიკაცია მისცა, რასაც კრიკეტის ყოფილმა ვარსკვლავმა პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი