საქართვლოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბენიამინ ნეთანიაჰუს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
როგორც მთავრობის მეთაური ტვიტერზე წერს, საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.
„ბოლოდროინდელ არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ ბენიამინ ნეთანიაჰუს! ვუსურვებ მას ყოველივე საუკეთესოს და დიდ წარმატებას ახალი ვადით ისრაელის მსახურებისას. ჩვენს მეგობრობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები წარსულში და ახლაც მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა ისრაელსა და საქართველოს შორის“, - აღნიშნავს პრემიერი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.