არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია“ აზერბაიჯანის საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმში აქტიურად ჩაერთო. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, “პოზიციის” წარმომადგენელი მიმდინარე დღეებში საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმს სახელწოდებით, “აზერბაიჯანის ახალგაზრდული პოლიტიკის მოდელი”, დაესწრო, სადაც 13 ქვეყნიდან მოწვეულმა ახალგაზრდა ლიდერებმა ახალგაზრდული პოლიტიკის მოდელები განიხილეს და არსებული მიდგომების დახვეწაზე ისაუბრეს.
ა/ო ,,პოზიციის“ წარმომადგენელმა ქ.ბაქოსა და ისმაილში შეხვედრები გამართა, რომლის ფარგლებშიც შეხვდა მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აზერბაიჯანული ფონდების წარმომადგენლებს. გაეცნო მათ საქმიანობას და განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობის გზები.
ფორუმის სლოგანს წარმოადგენდა “აქტიური ახალგაზრდული ჩართულობის მიღწევა“. ფორუმი ჩატარდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ახალგაზრდული ფონდის დაფინანსებითა და აზერბაიჯანის რესუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, აზერბაიჯანის დემოკრატიული სტუდენტებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციის (ADSAYO-ის) მიერ და მის ფარგლებში ხელი მოეწერა ისმაილის დეკლარაციას, რაც წარმოადგენს ახალი ახალგაზრდული ქსელის ჩამოყალიბებას, ფორუმზე მიწვეული ორგანიზაციების შემდგომ ურთერთთანამშრომლობასა და ახალგაზრდების ჩართულობის წახალისებას ქვეყნებში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.