2007 წლის 7 ნოემბერს ორი შეეწირა ფაქტობრივად - ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც დევნილობაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა და მე,რომელსაც მაშინ სწორედ ივანიშვილის შეკვეთით ჯერ სამშობლოს ღალატზე აღმიძრეს საქმე, გამომიცხადეს პატიმრობა, ძებნა, 25-წლიანი სასჯელი, დამირბიეს ოჯახი, პარტიის ოფისი, რაც დაგვირგვინდა უმძიმესი გულის ოპერაციით, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი „ფეისბუქში“ წერს.
იგი ირწმუნება, რომ ცოტა ხანში, „სისხლიანი ოლიგარქი ციხეში დაამთავრებს თავის უკანასკნელ დღეებს“.
„გადავხედე ბიძინისტურ ტელევიზიებს და კიდევ ერთხელ გამაოცა მათმა უზნეობამ. ისინი ფართოდ აღნიშნავენ 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევასთან დაკავშირებულ ისტორიულ შტრიხებს, არადა, ამ სისასტიკის ორგანიზატორი, შემკვეთი, დამფინანსებელი იყო სწორედ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მიზნად ისახავდა მაშინ არსებული ოპოზიციის განადგურებას, პატარკაციშვილის როგორც კონკურენტი უძლიერესი ოლიგარქის ნეიტრალიზაციას, მაშინ არსებული არც თუ ისე ბრძენი ხელისუფლების თუ დამხობას არა, ისე დასუსტებას, რომ ხელისუფლებაში უპრობლემოდ მომძვრალიყო შემდგომ, როგორც მოხდა კიდეც.
უაღრესად კმაყოფილმა ივანიშვილმა დარბევის შემდგომ ორი რამ გააკეთა: უპირველესად, პრემიებით დააჯილდოვა დამრბევი 500 სპეცრაზმელი, რომლებიც მერაბიშვილიანად სახელფასო აღრიცხვაზე ისედაც იდგნენ მის „ქართუ ბანკში“ და ჩემი დევნის დღეებში დაურეკა ვანო მერაბიშვილს კითხვით, თუ რატომ არ მაპატიმრებდნენ ამდენი ხანი.
მოკლედ, იმ 7 ნოემბერს ორი შეეწირა ფაქტობრივად - ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც დევნილობაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა და მე,რომელსაც მაშინ სწორედ ივანიშვილის შეკვეთით ჯერ სამშობლოს ღალატზე აღმიძრეს საქმე, გამომიცხადეს პატიმრობა, ძებნა, 25-წლიანი სასჯელი, დამირბიეს ოჯახი, პარტიის ოფისი, რაც დაგვირგვინდა უმძიმესი გულის ოპერაციით.
სისხლიანი ოლიგარქი ციხეში დაამთავრებს თავის უკანასკნელ დღეებს. არ გჯერათ? აგერ მე და აგერ თქვენ, ცოტაც მოითმინეთ.
P.S მე შეთქმულების თეორიათა განვითარება არ მიყვარს, მაგრამ როგორც მაშინ განმიცხადეს ვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში, გულის იმგვარ დაზიანებას იწვევს ან 18 ათასი მეტრის სიმაღლეზე სამხედრო ავიაგამანადგურებლით ფრენა ან ქიმიური ნივთიერების ზემოქმედება ,ანუ მოწამვლა, ხოლო ეს ნივთიერება, როგორც ცნობილია, რუსულ სპეცსამსახურებს არა მარტო აქვთ, არამედ გასული საუკუნის 40-იან წლებში მათი შეკვეთითაა შექმნილი. ამასთან, მფრინავი არასოდეს ვყოფილვარ“, - წერს შალვა ნათელაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.