სალომე ზურაბიშვილი ისლანდიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
08-11-2022, 11:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი გრძელდება.

 


სალომე ზურაბიშვილმა „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის“ ფარგლებში, შეხვედრა გამართა ისლანდიის პრემიერ-მინისტრ კატრინ იაკობსდოტირთან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.

 


შეხვედრისას ისლანდიის პრემიერმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ისლანდიის საქმიანობის პრიორიტეტები დაასახელა: გენდერული თანასწორობა, ბავშვთა უფლებები, კლიმატის ცვლილების საკითხი.

 


როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, გენდერული საკითხები საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია და ის ევროკავშირის 12 რეკომენდაციაშიცაა მოცემული.

 


შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხს. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას და ეს საქართველოს კონსტიტუციაშიცაა გაწერილი.

 


„საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ მდგომარეობასა და უკრაინაში მიმდინარე ომს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პატარა სახელმწიფოებმა ერთიანი ძალისხმევით უნდა დავიცვათ საკუთარი ინტერესები, რათა მათი ხმა იყოს გაგონილი და გათვალისწინებული. პრეზიდენტი ასევე შეეხო ბიომრავალფეროვნების დაცვის მნიშვნელობას – რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ კუთხით ითანამშრომლონ პატარა სახელმწიფოებმა. პრეზიდენტმა და პრემიერმა ხაზი გაუსვეს ტურიზმის სფეროს განვითარების მნიშვნელობას ორივე ქვეყნისთვის და ამ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

 


სალომე ზურაბიშვილმა ისლანდიის პრემიერი თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვია, რომელიც მისი ინიციატივით დაფუძნდა და თბილისში მომავალ წელს მეორედ ჩატარდება.

 

კომენტარები: 1
#1   seooo
      
I’ve never worked with a company whose customer service is as excellent as their products. I would recommend this printing center to you if you’re in need of one. They have a fast delivery service and can take high-volume orders. Here is the https://www.digitekprinting.com/canvas-prints-2 to their site.
15 ნოემბერი 2022 11:57
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი