უკრაინის უმაღლესი რადას და ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარეები ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში მონაწილეობისთვის შალვა პაპუაშვილს მადლობას უხდიან
08-11-2022, 14:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტი

 

კიევი/ზაგრები, 2022 წლის 31 ოქტომბერი

 

 

თქვენო აღმატებულებავ,

 

გვსურს, ვისარგებლოთ შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში მონაწილეობისათვის, რომელიც ჩატარდა 2022 წლის 25 ოქტომბერს ზაგრებში, ხორვატიაში.

 

მადლობას მოგახსენებთ სამიტზე სიტყვით გამოსვლისა და სხვა პარლამენტარებთან ერთად თქვენი ხმის ამაღლებისთვის როგორც ზაგრების ეროვნულ და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის პლენარულ დარბაზში, ასევე ჩაწერილ განცხადებებში.

 

დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ მიერ გაკეთებული გზავნილები მსოფლიოს გასაგონად ხმამაღლა გაჟღერდა: ჩვენი ურყევი ერთიანობა უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაგმობასთან დაკავშირებით, ჩვენი მტკიცე სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ, ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ჩვენი ღიაობა უკრაინის მხარდამჭერი საპარლამენტო მექანიზმების შემუშავებისთვის.

 

ჩვენ, ასევე, მოვახდინეთ ერთგულების დემონსტრირება ჩვენი ისეთი საერთო ღირებულებებისადმი, როგორებიცაა მშვიდობა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა. ამასთანავე, სამიტმა შესაძლებლობა მოგვცა, დაგვედასტურებინა არაღიარების პოლიტიკისადმი მხარდაჭერა და კვლავ დაგვეგმო ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის, ქალაქ სევასტოპოლის და უკრაინის სხვა ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია და უკანონო ანექსია.

 

ზაგრებში ჩვენ მიერ ერთობლივად მიღებულ დეკლარაციაში ნათლად არის მოცემული: აღნიშნული წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის, რასაც საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება.

 

ძვირფასო კოლეგა, ზაგრების სამიტმა შესაძლებლობა მოგვცა კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მიზნების შესრულების მზაობა და ერთობლივად მოგვეხდინა მისი საპარლამენტო განზომილების ინაუგურაცია.

 

დარწმუნებულები ვართ, რომ აღნიშნული სამიტი მრავალ შესაძლებლობას მოგვცემს, რათა გავაძლიეროთ ერთობლივი ძალისხმევა რუსეთის მიერ ყირიმისა და უკრაინის სხვა ტერიტორიების დროებითი ოკუპაციით გამოწვეული ნეგატიური შედეგების აღმოსაფხვრელად.

 

ჩვენი ურყევი რწმენით, ჩვენი ძალისხმევა უკრაინის გათავისუფლების პარალელურად წარიმართება.

 

მოუთმენლად ველით თქვენს მონაწილეობას შემდეგ საპარლამენტო სამიტში, რომელიც, დიდი იმედი გვაქვს, მშვიდობიან და თავისუფალ უკრაინაში გაიმართება.

 

პატივისცემით,

 

რუსლან სტეფანჩუკი
უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე


გორდან იანდროკოვიჩი
ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარე

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი