შალვა პაპუაშვილი იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრს შეხვდა
08-11-2022, 14:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრს, უუმი იოშიკავას შეხვდა.

 

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა იაპონიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერისთვის.

 

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ეკონომიკის, ვაჭრობის, ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებებით.

 

შალვა პაპუაშვილმა საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობაზე და ამ კონტექსტში ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებსა და ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე გაამახვილა ყურადღება.

 

ხაზი გაესვა აგრეთვე იმ ფაქტს, რომ წელს საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავი აღინიშნება.

 

შეხვედრა შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები დელეგაციის იაპონიაში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა.

 

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, მამუკა მდინარაძე, შოთა ხაბარელი და ირაკლი მეზურნიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი