რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თურქეთ-სირიის საზღვართან რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ კომენტარი გააკეთა.
„არასწორი იქნებოდა რაიმე კომენტარის გაკეთება მანამ, სანამ არ შევისწავლით მთელ სურათს. ამიტომაც ამ შემთხვევაში, უბრალოდ საჭიროა მოთმინება გამოვიჩინოთ. ეს ძალიან სერიოზული შემთხვევაა. თუმცა, კვლავ ვიტყვი, სრული ინფორმაციის გარეშე რაიმეზე საუბარი არ შეიძლება. ეს არასწორი იქნება" - განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, გამორიცხული არ არის, რომ ვლადიემერ პუტინმა რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, იორდანიის მეფე აბდალა II-სთან შეხვედრაზე განცხადება გააკეთოს.
შეგახსენებთ, რუსული სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 თურქმა სამხედროებმა თურქეთ-სირიის საზღვართან დღეს ჩამოაგდეს.
ოფიციალური ანკარის ინფორმაციით, თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დარღვია. ჩამოგდებამდე, ხუთი წუთის განმავლობაში კი თურქული საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ სუ-24 10-ჯერ გააფრთხილეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სუ-24-ის კატასტროფის ფაქტს ადასტურებს, თუმცა აცხდებს , რომ სამხედრო თვითმფრინავი სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. თვითმფრინავი სირიელი თურქმენების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოვარდა. მედიაში გავრცელებული ცნობით, პილოტებმა კატაპულტირება მოახერხეს. ერთ-ერთი პილოტი ადგილობრივებმა ჩაიგდეს ხელში, ერთი კი გარდაიცვალა. პილოტების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.