GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა ამჟამად არსებული სურათის მიხედვით, „რესპუბლიკელები“ წარმომადგენელთა პალატაში კონტროლის აღების გზაზე დგანან, მაგრამ სენატისთვის ბრძოლა დანის პირზე გადის იმ ფონზე, როდესაც დასავლეთის შტატებში, ისეთში, როგორიცაა ნევადა, საარჩევნო უბნები მხოლოდ ახლა იხურება. სწორედ ამ შტატებში მიღებული ხმები განსაზღვრავს თუ ვინ შეძლებს უმრავლესობით მოსვლას სენატში.
არჩევნების შედეგები ძალიან სწრაფად იცვლება და ამჟამინდელი მდგომარეობით, კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებს“ 186 ადგილი აქვთ მოპოვებული, „დემოკრატებს“ კი 165. სენატში კი, ადგილები ჯერჯერობით თანაბრად არის გადანაწილებული - „დემოკრატები“ 46 ადგილი, „რესპუბლიკელები“ 46 ადგილი.
უახლესი შედეგების გასაცნობად მიყევით ბმულს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.