ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი კალოუბნის N18-შიგანხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებლებთან შეთანხმება მიღწეულია და საპროექტო კომპანიასთან ხელშეკრულებაც გაფორმდა.
„ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, უკვე მეორე პროექტის განხორციელება იგეგმება, რომელიც პროექტირების ეტაპზეა. კალოუბნისN18-ში მდებარე კორპუსი უმძიმეს მდგომარეობაშია. დაახლოებით, 30 ოჯახი ცხოვრობს აქ და მათი მოთხოვნის საფუძველზე,დაიწყო გადაწყვეტილებების მიღება. მოსახლეობასთან შეთანხმება მიღწეულია. გაფორმებულია ხელშეკრულება საპროექტო კომპანიასთანაც, რომელიც დეტალურ პროექტირებასწლის ბოლომდე დაასრულებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმააღნიშნა, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას გარემონტებული ფართები ჩაბარდება.
„პროექტის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები ოჯახები ახალაშენებულ კორპუსში იცხოვრებენ. მათ გარემონტებული და სრულად მოწესრიგებული ბინები ჩაბარდებათ. პროექტი ორი წლის განმავლობაში დასრულდება“, -აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა რაიონების გამგებლებს მსგავსი პრობლემის მქონე ოჯახების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„სამწუხაროდ, დედაქალაქში, დაახლოებით,10 000 ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს,მაგრამ საზოგადოებას კონკრეტული პროგრამა წარვუდგინეთ, რომლის მიხედვითაც, მომდევნო წლების განმავლობაში ეს შენობები ჩანაცვლდება.გამგებლებს მოგიწოდებთ, მაქსიმალური მხარდაჭერა ოჯახებს, რომლებიც ანალოგიურ სიტუაციაში იმყოფებიან. არის შემთხვევები, როდესაც ზოგი მათგანი დამატებით ფართებს ითხოვს, მეზობლები ვერ თანხმდებიან სხვადასხვა საკითხზე, რაც იწვევს პროექტის შეფერხებას, თუმცა, ჩვენი მხრიდან იქნება სრული მზაობა აღნიშნული პროექტის წარმატებით განსახორციელებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.