თბილისში კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა ფართებით დასაკმაყოფილებლად, ინტერესთა გამოხატვა კიდევ ორ მისამართზე გამოცხადდა
09-11-2022, 11:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების ფართებით დასაკმაყოფილებლად, ინტერესთა გამოხატვა კიდევ ორ მისამართზე - აბაშვილის ქუჩის N3-სა და დიდ დიღომში, მუხათგვერდის ქუჩის მიმდებარედ გამოცხადდა.

 

 

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ორი პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართებით დამატებით, 180-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება.

 

 

„მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას, კონკურენტული შერჩევისსაფუძველზე, ასეულობით ოჯახის პრობლემისგადასაჭრელად. კიდევ ორ მისამართზე- აბაშვილის ქ. N3-სა და დიდ დიღომში, მუხათგვერდის ქუჩის მიმდებარედ, გამოცხადებულია ინტერესთა გამოხატვა, რომლის ფარგლებშიც დამატებით, დაახლოებით, 180 ოჯახის დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი. ვიმედოვნებ, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები, როგორც სხვა პროექტების შემთხვევაში, ამჯერადაც გამოხატავენ ინტერესს და მომდევნო სამი-ოთხი წლის განმავლობაში, კიდევ ბევრი ოჯახი დაკმაყოფილდება ბინებით, რასაც ათეული წლებია სახელმწიფოსგან ელოდებოდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

მისივე თქმით, მთლიანობაში,ხუთი წლის განმავლობაში, თბილისის მერია 2 000-მდეოჯახის პრობლემის მოგვარებას შეძლებს.თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო დაპირების შესაბამისად, მუნიციპალიტეტი საცხოვრებელი ფართებით კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ ყველა ოჯახს დააკმაყოფილებს.

 

 

„კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილება ჩემი საარჩევნო დაპირება იყო 2017 წელს და დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება. დღეის მდგომარეობით, ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. დაახლოებით, 3 000-მდე ოჯახზეა საუბარი, რომელსაც აღნიშნული პრობლემა ეხება და უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები, რათა მოხდეს ამ ოჯახების დაკმაყოფილება. ეს არის პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში ქალაქის ვერც ერთმა მთავრობამ ვერ მოაგვარა. ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დაუსვამს. კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ყველა ოჯახი დაკმაყოფილება და მათ საკუთარი საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი