საქალაქო სასამართლო დავით ბორჩაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
24-11-2015, 06:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლო დავით ბორჩაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. guardian.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

 

 

„თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, ბრალდებულ დავით ბორჩაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ.

 

 

დავით ბორჩაშვილს ბრალად ედება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა და აღნიშნული ორგანიზაციის სახელით მისი საქმიანობის ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით ოპერაციების განხორციელება.

 

 

ვინაიდან სასამართლოში ბრალდებულის წარმოუდგენლობის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო და არა სურვილი არგამოცხადების, სასამართლომ გასვლითი სხდომა სს აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გამართა.

 

 

სასამართლომ დახურულ სხდომაზე განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ, ვინაიდან დ. ბორჩაშვილს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12-15 წლამდე წლამდე ვადით. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებულის თავისუფლებაში დატოვების შემთხვევაში ის შესაძლოა მიემალოს გამოძიებასა და სასამართლოს, განაგრძოს დანაშაულებრივი საქმიანობა და ხელი შეუშალოს საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებას.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 13 იანვარს 15:00 საათზე გაიმართება“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი