ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას II კვარტალში ახალი დასასვენებელი სივრცეები მოეწყო. ადგილობრივი მოსახლეობის სურვილით, N14 და N19 კორპუსების ტერიტორიებზე არსებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟის შედეგად სკვერების სივრცეების ფართობი გაიზარდა.
პირველ ეტაპზე, N14 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ხუთი უსარგებლო
ავტოფარეხისგან გათავისუფლდა, შემდეგ დაახლოებით, 1 155 კვ. მ ფართობზე
დასასვენებელი სივრცე კეთილმოეწყო, განთავსდა საბავშვო-გასართობი ზონა,
მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, რომელიც ფილებით მოპირკეთდა, დამონტაჟდა
შესაბამისი საპარკე ინფრასტრუქტურა, დაირგო მცენარეები. სკვერის პროექტის
ღირებულება 247 000 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება N19 კორპუსის მიმდებარე სივრცეს, აქ 17 ავტოფარეხის დემონტაჟი
მოხდა. ტერიტორიის ნაწილზე გამწვანებული სივრცე და სპორტული მოედანი
მოეწყო, ნაწილზე კი, ადგილობრივების სურვილით, ავტოსადგომი დარჩა.
ტერიტორიაზე განთავსდა კალათბურთის მინი სტადიონი, საფეხმავლო ბილიკი
მოპირკეთდა ფილებით, დამონტაჟდა განათების ქსელი, მოეწყო ღობე. მიმდებარე
ტერიტორიაზე მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. სკვერის
პროექტის ღირებულება 180 000 ლარს შეადგენს.
ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე მერის
მოადგილე კახა გულედანთან, საკრებულოს თავმჯდომარე, მაჟორიტარ
დეპუტატთან საკრებულოში გიორგი ტყემალაძესთან და რაიონის მაჟორიტარ
დეპუტატთან პარლამენტში ნოდარ ტურძელაძესთან ერთად შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.