GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი 8 ნოემბერს გამართულ შუალედურ არჩევნებს დემოკრატიისთვის კარგ დღეს უწოდებს. თეთრ სახლში გამოსვლისას მან თქვა, რომ შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, „შვებით ამოისუნთქა“.
მოსალოდნელია, რომ „რესპუბლიკელები“ გააკონტროლებენ კონგრესის წარმომადგენელთა პალატას, მაგრამ ბაიდენმა აღნიშნა, რომ „გიგანტურ წითელ ტალღას“ [„წითელში“ იგულისხმება „რესპუბლიკელები“] არ გადაუვლია, როგორც ამას წინასწარმეტყველებდნენ.
არჩევნების შედეგების ბოლო მონაცემებით, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებს“ 210 ადგილი აქვთ მოპოვებული, „დემოკრატებს“ კი 192 - უმრავლესობის მოსაპოვებლად 218 მანდატის მიღებაა საჭირო.
100-კაციან სენატში კი, ადგილები ჯერჯერობით თანაბრად არის გადანაწილებული - „დემოკრატები“ 48, „რესპუბლიკელები“ ასევე, 48 ადგილი. სენატში უმრავლესობის მოპოვება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი პარტიის კანდიდატი მოიგებს სამიდან ორს - არიზონაში, ჯორჯიასა და ნევადაში, მაგრამ ჯორჯიაში 6 დეკემბერს დანიშნული არჩევნების მეორე ტურამდე არაფერი არ გადაწყდება.
თუ „დემოკრატები“ დაკარგავენ კონტროლს კონგრესის რომელიმე პალატაზე, „რესპუბლიკელები“ შეძლებენ ბაიდენის დღის წესრიგის დაბლოკვას.
ფლორიდის „რესპუბლიკელმა“ გუბერნატორმა რონ დესანტისმა, 2024 წლის შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატმა, დიდი გამარჯვება მოიპოვა და განაგრძობს პოსტზე საქმიანობას.
იმავდროულად, ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელიც ასევე სავარაუდოდ გამოაცხადებს თავისი საპრეზიდენტო კანდიდატურის წამოყენების შესახებ, მას შემდეგ, რაც მისმა ზოგიერთმა რჩეულმა არჩევნებზე წარმატება ვერ მოიპოვა, აღიარა, რომ შუალედური არჩევნების შედეგები „გარკვეულწილად იმედგამაცრუებელი“ იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.