საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ლატვიის ეროვნული გვარდიის მეთაურს უმასპინძლა
10-11-2022, 12:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ლატვიის
ეროვნული გვარდიის მეთაურს ბრიგადის გენერალ ეგილს ლეშჩინსკის შეხვდა. მხარეებმა
ტოტალური თავდაცვის შესაძლებლობებთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებაზე
ისაუბრეს. აღინიშნა ეროვნული გვარდიის როლი ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი
კომპონენტის - ტერიტორიული რეზერვის, სამობილიზაციო რეზერვისა და „თავდაცვის
მოხალისეთა“ ძალების, ასევე თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის რეკრუტირების
საქმეში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ლატვიის
ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე.
განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP)
განსაზღვრული ინიციატივების განხორციელების საკითხებს.

 


გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ბრიგადის გენერალმა ეგილს ლეშჩინსკისმა
ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმით გათვალიწინებულ ღონისძიებებზე, ასევე
სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

 


შეხვედრას ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე და ლატვიის
ეროვნული გვარდიის პირველი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი კასპარს პუდანსი დაესწრნენ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის ეროვნული გვარდიის მეთაური საველე-
საწვრთნელ ბაზა „პალდოს“ და მე-20 კადრირებულ ბრიგადასაც ესტუმრა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი