შპს „თბილსერვის ჯგუფის“ საგზაო მონიშვნების სამსახურმა ახლადრეაბილიტირებულ ქეთევან დედოფლის გამზირზე გზის დახაზვის სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, უმაღლესი ხარისხის თერმო და ცივი პლასტის საღებავით გზის გამყოფი ზოლები და ველობილიკები დაიხაზება.
ცივი პლასტის საღებავით გამზირზე ქვეითთა გადასასვლელების, მიმართულების აღმნიშვნელი ისრებისა და სხვა საგზაო მონიშვნების დატანამოხდება, აკრილის საღებავით კი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლები დაიხაზება.
დახაზვის სამუშაოები ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ყოველდღიურ რეჟიმში „თბილსერვის ჯგუფის“ 25 თანამშრომელი იმუშავებს.
საგზაო მონიშვნის სამუშაოები 3 600 კვ.მ-ზე ჩატარდება. პროექტის ღირებულება 115 000 ლარია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.