შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სადრენაჟე და სანიაღვრე ექსპლუატაციისდეპარტამენტის თანამშრომლები დედაქალაქის მასშტაბით არსებული კოლექტორების გაწმენდის სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.
ამჟამად, სამუშაოები კრწანისის რაიონში, ნიკოლაძის ქუჩაზე არსებულ კოლექტორში მიმდინარეობს, სადაც 400 მეტრი სიგრძის ნაგებობა სხვადასხვა ტიპის ნარჩენისგან გაიწმინდება.
სამუშაოებში ჩართულია დეპარტამენტის 25 თანამშრომელი და რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა.
პროცესს კომპანიის დირექტორი დავით ფაჩულია, კრწანისის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე ადგილზეგაეცნენ.
სამუშაოები, დაახლოებით, ერთი კვირის განმავლობაში იწარმოებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.