„ჩვენი ჯარის“ პროექტის ფარგლებში, სამხედროები ტყიბულის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ
13-11-2022, 14:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ახალგაზრდა თაობაში ქართული ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და პატრიოტული
სულისკვეთების გაღრმავების მიზნით განახლებული პროექტი „ჩვენი ჯარი“ საქართველოს
მასშტაბით საჯარო სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს. სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად
სკოლებს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სტუმრობენ და
მაღალი კლასის მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის ძალებს აცნობენ.

 

 

„ჩვენი ჯარის“ პროექტის ფარგლებში ტყიბულის №1 საჯარო სკოლას საქართველოს თავდაცვის
ძალების მეთაურის თანაშემწე, ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა მესხი ესტუმრა. მშობლიურ სკოლაში
მან მოსწავლეებთან ქვეყნისთვის ჯარის მნიშვნელობისა და ჯარისკაცის მუნდირის ღირსების
შესახებ ისაუბრა. III ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ასეულის სერჟანტმა მამუკა კაპანაძემ და
ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის კაპრალმა გაგა ხუბუკელაშვილმა კი, ახალგაზრდებს „ჩვენი
ჯარის“ შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და თემატური ვიდეორგოლები უჩვენეს.

 


უფროსკლასელებთან შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა სამხედრო
ბაზებზე სტუმრობისა და სამხედროებთან შეხვედრის, ბევრმა მათგანმა კი - ქართულ ჯარში
მსახურის სურვილიც გამოთქვა.

 


პროექტს „ჩვენი ჯარი“ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი