თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დასრულდა და საგზაო მოძრაობა აღდგა
14-11-2022, 13:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირისრეაბილიტაცია დასრულდა და გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა სრულად აღდგენილია.პროექტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს ჩაუტარდა.

 


დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

 


„ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. ყველას გვახსოვს, თუ რამდენად რთული მდგომარეობა იყო აღნიშნულ ტერიტორიაზე.პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები,დამონტაჟდა განათების ბოძები, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზები და ყველა კომუნიკაცია მიწის ქვეშ მოექცა. ასევე, განთავსდა ნარჩენების მიწისქვეშა ურნები. გამოიყო შესაბამისი საავტობუსო ზოლები იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე სწრაფი. გარდა ამისა, დაწყებული გვაქვს ავლაბრის მოედნის სრული განახლება, მეტროსადგურ „ავლაბრის“ ვესტიბიულის მოწესრიგებითა და რეაბილიტაციით. ამავე პროექტის ფარგლებში, განახლდა და რეაბილიტირდა ავლაბრისა და ერევნის სკვერები- ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, მოეწყო განათების სისტემა და განთავსდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, საფუძვლიანად შეიცვალა და განახლდა მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელები, მათ შორის, წყალმომარაგების, წყალარინების და გაზმომარაგების სისტემები; მოეწყო სანიაღვრე ქსელი და დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის LED სანათები; ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდა და დამონტაჟდა მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები; მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის სამფენიანი საფარი დაიგო.

 


გამზირზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოიყო სპეციალური ზოლი, მოეწყო მოსაცდელები, ველობილიკი, უსაფრთხოების კუნძულები და ქვეითთა გადასასვლელები. გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდაშშმ პირებისთვის.

 


ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 500 000 ლარით დაფინანსდა.

 


კახა კალაძესთან ერთად, ადგილზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელიპაატა ტოგონიძე,ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი, ასევე, ისნის გამგებელი ნიკა ელისაშვილი და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში კახა ლაბუჩიძე იმყოფებოდნენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი