დღეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარემ, ნაირი ირიციანმა ანგარიში წარადგინა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენას ახალქალაქის მერი მელქონ მაკარიანი ესწრებოდა.
საკრებულოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენა იყო განსაზღვრული, შესაბამისად, სხდომაზე სხვა საკითხებზე არ უმსჯელიათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.