GUARDIAN.GE - პოლონეთში ორი ადამიანი დაიღუპა უკრაინის საზღვრის სიახლოვეს რაკეტების ჩამოვარდნის შედეგად. დაღუპულები ადგილობრივი ფერმერები არიან. პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას განცხადებით, არ არსებობს „სარწმუნო მტკიცებულება“ იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა რაკეტა. დუდას თქმით, იგი ელოდება, რომ მისი ქვეყანა, ოთხშაბათს, ნატოს წევრების საგანგებო შეხვედრას მოიწვევს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში „რუსული წარმოების“ რაკეტები შემოიჭრა და ორი ადამიანი დაიღუპა.
აშშ-ის პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის თქმით, „ნაკლებად სავარაუდოა“ რაკეტა რუსეთიდან იყოს გაშვებული. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს, რომ ის დგას აფეთქების უკან და აცხადებს, რომ ეს არის „განზრახ პროვოკაცია, რომელიც მიმართულია ესკალაციისკენ“.
ბალიში, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერები შეიკრიბნენ, რათა განეხილათ სიტუაცია.
რუსეთმა 15 ნოემბერს უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო დარტყმები განახორციელა. სარაკეტო იერიშების სამიზნე სხვა ქალაქებთან ერთად დედაქალაქი კიევიც იყო. უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, სულ მცირე ერთი ადამიანი იპოვეს გარდაცვლილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.