23 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ აღმასრულებელი დირექტორი, გურამ ადამაშვილი, სტუმრებთან და მუსიკოსებთან ერთად, ხანდაზმულთა პანსიონატ „ბასილიადას“ ესტუმრა და გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
ქუჩის მუსიკოსების შემოქმედებამ, განსაკუთრებული განწყობა შეიტანა „ბასილიადაში“.
სტუმართა შორის იყო ქეთევან კრებსერი, რომელმაც მოხუცებს, ქალბატონ ნინელი ჭანკვეტაძისგან, 28 დეკემბრის სპექტაკლზე დასასწრები მოსაწვევები გადასცა.
მასპინძლებმა სტუმრებს თავიანთი შემოქმედება გააცნეს, იმდენად შთამბეჭდავი იყო მათი „მემატიანე“, რომ სპონტანურად დაბადა ახალი იდეა და ა/ო „პოზიციას“ აღმასრულებელი დირექტორის, გურამ ადამაშვილის ინიციატივით, საინფორმაციო პორტალ www.TVfree-ზე დაემატება ახალი რუბრიკა, სადაც მოხუცთა წერილები და შემოქმედებითი ნამუშევრები განთავსდება, ხოლო მათი ნაწილი, შვეიცარიაში, ქართულენოვან ჟურნალში დაიბეჭდება, რომელსაც ქალბატონი ქეთევან კრებსერი გამოსცემს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ განაგრძობს საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას და მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს, ჩაერთონ ქველმოქმედებაში. „სიკეთე გადამდებია“ – მიაჩნიათ „პოზიციაში“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.