ახალქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია თანხა გარე განათების მონტაჟისა და ამორტიზებული ქუჩების ორმოული შეკეთბისთვის იხარჯება.
ახალქალაქის მერიის ინფორმაციით, ქალაქის გარკვეულ მონაკვეთებზე მთლიანად შეიცვალა ასფალტის საფარი. შეკეთდა როგორც ქალაქის ცენტრალური, ასევე მიმდებარე ქუჩები, სადაც ავტოტრანსპორტით გადაადგილება მოსიარულეებს დისკომფორტს უქმნიდა. ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში ქალაქის იერსახე მნიშვნელოვნად შეიცვალა და მოწესრიგდა. გზების ორმოული რეაბილიტაციის სამუშაოებს კომპანია შპს „ჯავახავტოგზა“ასრულებს.
აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებული პროგრამა, „განახლებული რეგიონები". პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა ტროტუარები, ბორდიურები, სკვერი და შენობების ფასადები. შეიცვალა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების აივნები და მოაჯირები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.