საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალურ ვიზიტად
ბულგარეთში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში (SEDM)
მიიღებს მონაწილეობას. მინისტერიალის პარალელურად დაგეგმილია
შეხვედრები უცხოელ კოლეგებთანაც. ჯუანშერ ბურჭულაძე
ბულგარეთისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდება და
ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. 2021 წლიდან
სამდივნოს თავმჯდომარე ქვეყანა ბულგარეთია და წელს სამხრეთ-
აღმოსავლეთ ევროპის მინისტერიალს სოფია მასპინძლობს. თავდაცვის
მინისტრები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე,
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიასა და
ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელებენ. შეხვედრის
შემდეგ მონაწილეები ერთობლივ განცხადებასაც გაავრცელებენ.
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის მიზანია
რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კონსოლიდაცია რეგიონში
უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე, რეგიონის ქვეყნების
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობის
მიზნით. საქართველოს გარდა, მინისტერიალის წევრები არიან:
ალბანეთი, ბულგარეთი, ხორვატია, ჩრდილოეთ მაკედონია,
საბერძნეთი, იტალია, რუმინეთი, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა, აშშ,
ბოსნია-ჰერცეგოვინა, სერბეთი და მონტენეგრო. დამკვირვებლის
სტატუსით სარგებლობს მოლდოვა. საქართველომ მინისტერიალის
დამკვირვებლის სტატუსი 2006 წელს მიიღო, 2013 წელს კი
ორგანიზაციას გაწევრიანების თხოვნით მიმართა. საქართველო SEDM-
ის წევრი ქვეყანა 2015 წლის 10 სექტემბერს გახდა. 2017 წელს
საქართველომ პირველად უმასპინძლა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის
თავდაცვის მინისტერიალს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.