რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრები პუტინს თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას სთხოვენ
24-11-2015, 08:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრებმა – ვალერი რაშკინმა და სერგეი ობუხოვმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს წერილით მიმართეს და მას თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა სთხოვეს. რუსმა დეპუტატებმა პუტინს ამ განცხადებით, თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსული სუ-24-ის ჩამოგდების შემდეგ მიმართეს.


„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თურქეთი მხარს უჭერს საერთაშორისო ტერორიზმს, კერძოდ კი – „ისლამურ სახელმწიფოს“. ამის ნიშნები ადრეც შეიმჩნეოდა, კერძოდ, მაშინ, როდესაც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ შვიდი სახელმწიფო შეშფოთებულია რუსეთის მიერ სირიაში წარმოებული კონტრტერორისტული ოპერაციის გამო“, – აცხადებენ დეპუტატები.


დეპუტატები მოუწოდებენ მთავრობას, ანალოგიური ქმედებები ტერორიზმის მხარდამჭერი სხვა სახელმწიფოების მიმართაც განახორციელოს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი