ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი: იქნებ მიაბრუნონ ის კამერები მათი „შეფებისაკენ“ და ისევე უტიფრად დაუსვან კითხვები, საიდან აქვთ ამდენი შესაძლებლობები, იქნებ ერთი ხელი ტანსაცმლით იარონ და დანარჩენი ქვრივ-ობლებს მოახმარონ, რომელზედაც ასე წუხან
18-11-2022, 12:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მინდა გამოვეხმაურო მეუფე სიმეონის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს...

 


არა, არავათიარი გამოსარჩლება და ამგვარი, რადგან მაგდაგვარ მოაზროვნეებს მე ვერაფერს შევაგონებ, ეს ბოღმით შეპყრობილი ხალხი, რომელნიც იუდას მსგავსად ყოველთვის იმ ნელსაცხებელს მისტირიან, რომლის ხარჯებით გაჭირვვებულთა და ქვრივ-ობოლთა დახმარება იქნებოდა შესაძლებელი - არასოდეს გამოილევა, ისინი ხომ ამით ცოცხლობენ და იკვებებიან.

 


ყურადღება სხვა რამეზე მინდა გავამახვილო, იმ ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე, რომელნიც ყურმოჭრილი მონებივით, სრულიად გამოლენჩებულნი, უსირცხვილოდ, უტიფრად იმეორებენ დაზუთხულ ტექსტებს (მიუხედავად იმისა რა პასუხიც არ უნდა მიიღონ), რომელიც მათმა „შეფებმა“ ავარჯიშეს და გამოწვრთნეს, მათ მინდა ვთხოვო, იქნებ მიაბრუნონ ის კამერები და მიკროფონები მათი „შეფებისაკენ“ და მათ გადაუღონ და ისევე უტიფრად დაუსვან კითხვები, საიდან აქვთ ამდენი შესაძლებლობები, ყოველ ჯერზე რომ უკანასკნელი მოდის „ზმანებში“ არიან გამოწყობილი, როგორი ავტომობილები ემსახურებათ თუ ჰყავთ, როგორ ცხოვრობენ, გვაჩვენონ მათი სახლ-კარი; სად ისვენებენ წელიწადის ოთხ დროში; რა უჯდებათ ეს დასვენება, იქნებ ერთი ხელი ტანსაცმლით იარონ და დანარჩენი გაჭირვებულებს, ქვრივ-ობლებს მოახმარონ, რომელზედაც ასე წუხან, რატომ იმალებიან სხვაზე თავდასხმის უკან, გვაჩვენონ მათი ცხოვრება. სასულიერო პირნი შეიმოსებიან კაბით და მორჩა მისთვის შვებულება-დასვენება და მათგან განსხვავებით ცოტა თუ ბევრ საქვეყნო-საზოგადო საქმეს აკეთებენ.

 


ეს ოფიციალური ინტრიგნები კი მუდამ ზიზღსა და ღვარძლს თესავენ ადამიანებში, აღვივებენ სიძულვილს, შეძლებული ადამიანისადმი ბოღმას....

 


რაა ასეთი გადაცემების მოწყობით მათი ქვეტექსტი:

 


არ გიყვარდეთ ესენი, შეიძულეთ ღვთისმსახურები, ეკლესია.

 


ერთხელ ვკითხეთ, რა მოტივი გამოძრავებთ-თქო, პასუხი: სიმართლე არ დავწეროთო?

 


პირველ რიგში, სიმართლე რას ემსახურება, ისაა გასარკვევი - დამაბრკოლებლობას თუ გამხნევებას.

 


იგივე სიმართლით თქვენიც აჩვენეთ და მაგალითიც მოაყოლეთ, რომ ზრუნავთ გაჭირვებულთათვის სოც. დახმარებით და არა მათში ზიზღის ჩანერგვით...

 


რად გინდათ, რატომ იძენთ უახლეს აპარატურებს, ამკობთ და ალამაზებთ სტუდიებს, დასხედით ერთ პატარა ოთახში და ერთი ხელი ტანსაცმლით წაიყვანეთ თქვენი ტელეგადაცემები, დანარჩენი მოახმარეთ ქვრივ-ობოლთ... ჩაგეცინათ? ხო, მაგ ჭკუაზე ხართ ახლა თქვენ...

 


იცით თქვენ მამონის ძენო და ასულნო ვის ემსახურებით, პატარა ჭინკები მაგიტომ გჭირდებათ აყეფოთ და უტიფრად გამუდმებით ამეორებინოთ დაზუთხული კითვები...

 


ამ სტატიაზეც არ გამოგრჩეთ ყეფა,

 


აა, ვიქნევ დირიჟორის ჯოხს დაიწყეთ...

 


აბა ვინ იქნება პირველი, ჭიღლაძე? თუ მეუფის ფრთის ქვეშ გაზრდილი - ნაძირლად გადაქცეულები...

 


ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი

 


წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი