ბატონო გიორგი, თქვენი დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობის და სიყალბის პერფორმანსი და მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი, - ამ სიტყვებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი ვაშაძეს პარლამენტში მიმართა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მისი გამოსვლა იყო საზოგადოების შეურაცხყოფა.
„მოგესალმებით, ბატონო თავმჯდომარევ, ძვირფასო დეპუტატებო, ძვირფასო მედიის წარმომადგენლებო, მივესალმები ჩვენს საზოგადოებას. პირველ რიგში მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას მოწვევისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო და საინტერესო საკითხებზე.
მანამდე მე მინდა, შემდეგი განცხადება გავაკეთო:
ჩვენ ახლა მოვისმინეთ ბატონი გიორგი ვაშაძის ემოციური გამოსვლა, რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ ემოციების დახარჯვას და ენერგიის დაზოგვა მაქვს გადაწყვეტილი, ერთი რამ მინდა გითხრათ, ბატონო გიორგი, თქვენი დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობის და სიყალბის პერფორმანსი და მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი, ესაა ფარისევლობა, ესაა სიყალბე და ტყუილი, რასაც თქვენ აკეთებთ და რაც თქვენ ახლა ჩაიდინეთ. ამას გარდა თქვენ რა თქმა უნდა, შეურაცხყოფა მიაყენეთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ჩვენს დეპუტატებს, ჩვენ ყველას. ამ დროს რეალურად მე მქონდა განცდა, რომ თქვენ საკუთარ თავზე ლაპარაკობდით,“- განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.