ირაკლი ღარიბაშვილი: ოლივერ ვარჰეი იყო ჩამოსული ბრიუსელიდან კონკრეტული გზავნილით და ვნახეთ, როგორ თავს დაესხა მთელი დესტრუქციული ოპოზიცია, შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანს
18-11-2022, 14:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, ჩვენი ქვეყნის და ხალხის ნამდვილი მეგობარი იყო ჩამოსული ბრიუსელიდან კონკრეტული გზავნილით და ვნახეთ, როგორ თავს დაესხა მთელი დესტრუქციული ოპოზიცია, რადიკალური ფორმით და გამოხატვით, შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანს, რომელმაც ჩამოიტანა პოზიტიური გზავნილი და პოზიტიური შეფასება გააკეთა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით გამოვიდა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკომისარი გაფართოების და სამეზობლო საკითხებში არ არის უბრალოდ ევროპარლამენტარი ან რიგითი ბიუროკრატი. იგი არის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას არ უხარია არც ქვეყნის წარმატება, არც ქვეყნის წინსვლა და არც პოზიტიური შეფასებები.

 

 

„მთავარი მინდა გითხრათ, გამაოგნებელი იყო თქვენი ქცევა და რეაქცია, ევროკომისარი იყო ჩამოსული, ბატონი ოლივერ ვარჰეი, ნამდვილი მეგობარი ჩვენი ქვეყნის და თქვენი, ქართველი ხალხის. კაცი ჩამოვიდა კონკრეტული მესიჯით, გზავნილით ბრიუსელიდან. მე შევახსენებ ყველას, რომ ევროკომისარი გაფართოების და სამეზობლო საკითხებში არ არის უბრალოდ ევროპარლამენტარი ან რიგითი ბიუროკრატი. იგი არის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი და ჩვენ ვნახეთ როგორ თავს დაესხა მთელი დესტრუქციული ოპოზიცია, რადიკალური ფორმით და გამოხატვით და როგორი შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანს, რომელმაც ჩამოიტანა პოზიტიური გზავნილი და პოზიტიური შეფასება გააკეთა. ამაზე მეტი მტკიცებულება, რა სჭირდება ჩვენს საზოგადოებას?! არ უხარიათ ამ ადამიანებს არც ქვეყნის წარმატება, არც ქვეყნის წინსვლა, არც პოზიტიური შეფასებები. ხალხი ჩვეულებრივი დაბოღმილი, გამწარებული, შურით აღვსილნი... საშინელება და ამ დროს რაღაც ფარისევლურ პერფორმანსებს დგამთ. ამ სიყალბეს აჩვენებთ ჩვენს საზოგადოებას. მერე უკვირთ ამ ადამიანებს, რატომ იღებენ 1 და 2 პროცენტს. თქვენ ვინ მოგცემთ ხმას?! გგონიათ, რომ ხალხი არ ხედავს ამას, არ აფასებს სწორედ. თქვენს სიყალბეს ვინ დაიჯერებს?! თქვენს ფარისევლობას ვინ დაიჯერებს?! თქვენს მტრობას და ეროვნული ინტერესების ღალატს ვინ დაუჭერს მხარს?! ამაზე გაეცით პასუხი ხალხს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი