კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებაზე რა რეაქციაც იყო ჩვენ კარგად ვნახეთ, მათი გათვალ იყო შემდეგი, პირდაპირ უნდა ითქვას, ყოველგვარი შელამაზების გარეშე, რომ მოხდებოდა გარკვეული მღელვარება საზოგადოების და რევოლუცია და მიზანი რა არის? რა თქმა უნდა მარტო ხელისუფლებაში მოსვლა კი არაა მიზანი, რომ მათ პარტნიორებს უკრაინაში და ა.შ. შეუსრულონ დავალებები, დავალებები შეუსრულონ პირდაპირ, - ამის შესახებ პრემიერმა პარლამეტში განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას მოუწოდა, კანდიდატის სტატუსის მისაღებად იმუშაონ კოლეგებთან ერთად და დაასრულონ სიყალბე, ქვეყნის მტრობა და საბოტაჟი.
„პირდაპირ თქვეს მათ, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ ეს მთავრობა, ჩვენ გვგულისხმობდა, არ არის ომისთვის მზად, არაა ომის მთავრობა და რომ ყოფილიყო სააკაშვილი ხელისუფლებაში, იქნებოდა ომიო. ამაზე მეტი მტკიცებულება რა გინდათ, ამის მერე რომ დახტიხართ, უკაცრავად ახლა, დადიხართ და რაღაც პერფორმანსებს დგამთ, რას ნიშნავს ეს უბრალოდ? რა ფარისევლობაა და რა სიყალბეა. თუ გინდათ თქვენ კანდიდატის სტატუსის მიღება, კეთილი ინებეთ და იმუშავეთ ჩვენს ძვირფას კოლეგებთან ერთად, თუ არა და შეეშვით ამ სიყალბეს, ქვეყნის მტრობას და დაასრულეთ საბოტაჟი,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.