დღეს ვუსმინე საქართველოს პარლამენტში ქცეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას. მე არ ვაპირებ, რომ მისი მიერ წარმოთქმული სიტყვა "სკურპულოზურად" განვიხილო, ამის საჭიროება არც არის, რადგან მასში ძირითადად მხოლოდ ერთი თემის გარშემო იყო საუბარი, რის გამოც, გაისმის კითხვა, - "ვისი ბრალი იქნება (ხელისუფლების ან ოპოზიციის), თუ საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს"?! - ვპასუხობ, რა თქმა უნდა, - ხელისუფლების! რატომ? იმიტომ, რომ ხელისუფლება მთლიანად აკონტროლებს სახელმწიფოს აღმასრულებელი და საპარლამენტო მართვის ყველა სტრუქტურას! ამ თემასთან დაკავშირებით, ხელისუფლების მხრიდან სრული დემაგოგიაა ოპოზიციაზე გადაბრალების ნებისმიერი მცდელობა! ამასთანავე, ხელისუფლება ამას "ვირეშმაკულად" აკეთებს, - "ნაცმოძრაობის" დამსახურებული მწვავე კრიტიკის თანხლებით.. ამ "ხერხით", ხელისუფლებას ყურადღება გადააქვს "ნაცმოძრაობის" 9 წლიანი ძალადობრივი მმართველობის პერიოდზე, რათა შენიღბოს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე მისი ხელისუფლებაში ყოფნის შედეგად არსებული მძიმე ნაკლოვანებები და მისი დღევანდელი "საეჭვო ქმედებები", რომლებიც ზევით ნახსენებ საკითხს უკავშირდება!..
ასე რომ, ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება, რომ მოითხოვოს ხელისუფლებისგან მისი ყველა გადაწყვეტილების გამჭვირვალობა, რომელიც ევროინტეგრაციის კუთხით კეთდება!.. მეტიც, პრემიერ-მინისტრის დღევანდელმა გამოსვლამ, ვფიქრობ, რომ ყველა ორჭოფულ კითხვას პასუხი გასცა... დიახ, მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული და 10 წლის წინ ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება", ევროპული ინტეგრაციის "გზას აცდა" და ეს პროცესი მკაფიოდ გამოჩნდა უკრაინაში რუსეთის ბარბაროსული თავდასხმის და ტერორისტული ომის ფონზე! ქ/ოცნების ხელისუფლება, რომელიც წლებია უკვე ფუნქციონირებს ბიძინა ივანიშვილის "ჩრდილოვანი მმართველობის" პირობებში, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების გამო, ღიად თუ ფარულად, ამა თუ იმ ფორმით, უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის არჩეულ სტრატეგიას, დასავლურ ვექტორს, აშშ-ის და ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებს, საქართველოში აშშ-ის ელჩს(!), მოქმედ თუ ყოფილ პოლიტიკური თანამდებობის პირებს! ქ/ოცნების ხელისუფლების მხრიდან წახალისებული და შენიღბული პრორუსული მიმართულება მიზნადისახავს - დასავლეთის მთავრობების და გადაწყვეტილებების მიმღები პოლიტიკური წრეების შანტაჟირებას!.. კერძოდ, ქ/ოცნების ხელისუფლება მათ მიანიშნებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი მოქმედი ხელისუფლების "დემოკრატიული მმართველობის ივანიშვილისეულ ფორმებს" არ შეეგუება და მას საშიშროებას შეუქმნის, მაშინ ქ/ოცნების ხელისუფლება - ყველანაირად გაამწვავებს პოლიტიკურ სიტუაციას ქვეყნის შიგნით, ხოლო ქვეყნის გარეთ "დაადგება ალტერნატიულ გზას", ანუ რუსეთისკენ "იზამს პირს"!.. დიახაც, სამწუხაროდ, ქ/ოცნების უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების, ლიდერშიფის "უპარდონო", აგრესიული და შეურაცხმყოფელი რიტორიკა (განსაკუთრებით გამოირჩევა ქ/ოცნების ფილიალი, ანტიდასავლური გაერთიანება - "ხალხის ძალა") დასავლეთის სახელმწიფოების და პოლიტიკოსების მიმართ, სწორედ ამაზე მეტყველებს!..
P.S. დღეს, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია, მოქმედი ხელისუფლების და მისი რეალური ლიდერის "მართვის სტილი", ძალიან მაგონებს, 2004 წლის იანვარ-მაისში აჭარაში არსებულ მდგომარეობას და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს... მახსენდება, ბათუმის ქუჩებში გამოსული ზღვა ხალხი, ასლან აბაშიძის მომხრეც და მოწინააღმდეგეც, დაძაბული სიტუაცია, ცოტაც და, ალბათ, სისხლი დაიღვრებოდა... მაგრამ, "მოულოდნელად", ბათუმის აეროპორტში დაეშვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იგორ ივანოვის თვითმფრინავი, რომელმაც ასლან აბაშიძე ოჯახითურთ, აგრეთვე, მისი მომხრეების მცირერიცხოვანი ჯგუფი, - მოსკოვში "წაიყვანა"... საქმე ის არის, რომ მათ გარდა, "ევაკუაციის" მსურველი სხვაც ბევრი იყო, მაგრამ ისინი თვითმფრინავებში "ვერ მოხვდნენ"... ეს ის ხალხი გახლდათ, ვინც ასლან აბაშიძეს მისი მმართველობის პერიოდში მხარს უჭერდა და ბათუმიდან - "გაფრენამდეც, მას ბოლომდე უერთგულა"!..
P.P.S."ინფორმაცია განსჯისთვის", ქ/ოცნების ერთგულ მომხრე-მხარდამჭერებს...
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი - დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.