გლდანის რაიონში, ორ მისამართზე გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო
19-11-2022, 11:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მათ შორის, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, გრუნტის დამჭერი საყრდენი კედლები ეწყობა.

 


ამჯერად, სამუშაოები ავჭალა 2-ში, პაოლო იაშვილის ქუჩაზე დასრულდა. პროექტის ფარგლებში, 36 გრძივი მეტრის კედელი მოეწყო, რომელიც გზას ჩამოშლისგან დაიცავს. აღნიშნულ მისამართზე გზის ფრაგმენტის ჩანგრევის საშიშროება იყო, რის გამოც, საყრდენი კედლის მოწყობა აუცილებლი გახდა. სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 209 610 ლარი დაიხარჯა.

 


ასევე, გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა N16-თან.

 


გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, ორივე მისამართზე დასრულებულ პროექტებს გაეცნო.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი