საქართველოს პრეზიდენტი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს ედგარს რინკევიჩსს შეხვდა
24-11-2015, 08:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს ედგარს რინკევიჩსს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს მიერ დემოკრატიული რეფორმების სხვადასხვა მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს და იმედი გამოთქვეს, რომ ვიზალიბერალიზაციის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება.


საქართველოს პრეზიდენტმა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. მხარეებმა რეგიონულ უსაფრთხოების საკითხები და სირიაში შექმნილი ვითარება განიხილეს.


"საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს და ლატვიის პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს მხარი დაუჭიროს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესში", - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი