კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საერთო საჯარისო ცენტრში საბრძოლო მომზადება გაიარეს
19-11-2022, 16:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის,
საერთო საჯარისო ცენტრი კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ
პერსონალს მასპინძლობდა. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საერთო საჯარისო ცენტრის
ხელმძღვანელებისა და ინსტრუქტორების დახმარებით, ოთხდღიანი ინდივიდუალური
საბრძოლო მომზადება გაიარეს, რომლის განმავლობაში სამხედრო სამედიცინო,
ტოპოგრაფიული, საინჟინრო, საცეცხლე, სამოქალაქო თავდაცვის მიმართულებით თეორიული
და პრაქტიკული სწავლებები ჩაუტარდათ.

 

დაბა კრწანისში, სამხედრო ბაზაზე შეკრებილ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის
მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე შეხვდა, ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა,
რომ თავდაცვის ძალებში მსგავსი შეკრებების ტრადიცია დამკვიდრდება და სამხედრო
ქვედანაყოფის ტერიტორიაზე საბრძოლო მომზადების გავლის შესაძლებლობა სხვა
საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებსაც ექნებათ.

 

შეკრების მიზანს უნივერსიტეტის პერსონალისთვის თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების
ამაღლება და სამხედრო დისციპლინებში ინდივიდუალური უნარების გაუმჯობესება
წარმოადგენდა. საერთო საჯარისო ცენტრში კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიურმა
პერსონალმა თავდაცვის ძალების სტრუქტურის, ამოცანების, სამხედრო სარეზერვო სისტემის,
წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, საერთო საჯარისო ცენტრის
შესაძლებლობების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.

 

თავდაცვის სამინისტრო საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
სასწავლებლებთან აქტიურად თანამშრომლობს. თავდაცვის სამინისტროსა და კავკასიის
უნივერსიტეტს შორის 2020 წელს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი